logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა შევახსენო მოსახლეობას თუ რა ძალასთან, რა მტრულ და ბოროტ ძალასთან გვქონდა ჩვენ საქმე
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა შევახსენო მოსახლეობას თუ რა ძალასთან, რა მტრულ და ბოროტ ძალასთან გვქონდა ჩვენ საქმე
19:13 11.08.2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაამყაროს ის მონაპოვარი, რომელიც მოვიპოვეთ.

ეს განცხადება ღარიბაშვილმა ლაგოდეხში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ამ შესანიშნავი, ლამაზი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ასევე განსაკუთრებით მივესალმო ქართული ოცნების დამფუძნებლებს, ჯარისკაცებს, რომლებმაც 2012 წელს შეუძლებელი შესძლეს ჩვენი ლიდერის, პარტიის თავჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. იმ დროს ეს გამარჯვება ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ამისთვის მადლობა თქვენ, მადლობა იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს გვერდით დგახართ და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბუნებრივია ჩვენ ვიმყოფებით 2008 წლის, აგვისტოს კვირეულში. დღეს დილით ვიმყოფებოდი შინდისში, სადაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა სამაგალითო თავგანწირვა და თავდადება აჩვენეს - სრულიად უთანასწორო ბრძოლაში ჩვენს მტერთან, ოკუპნტთან გმირულად გაწირეს თავი. 17 ვაჟკაცი, რომლის სახელიც მინდა რომ იცოდეს და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ძვირფას მოსახლობას. ესენი არიან ალესანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჭიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელის კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

12 წლის წინ, ამ გმირებმა მართლაც სამაგალითო გმირობა, თავგანწირვა გვაჩვენეს, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ერის სირცხვილი ვიხილეთ მთელი ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის, ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის სამარცხვინო ქმედება. რა სიმბოლური დამთხვევაა მეგობრებო, რომ სწორედ ამ დღეს, 20008 წლის 11 აგვისტოს, იმ დროს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა ქალაქ გორში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და იმ დროს როდესაც ჩვენი ეს გმირები, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ მტერთან იბრძოდნენ თავგანწირვით და სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასს სწირავდნენ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვეცხადება როგორც ყველაზე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ძალის ლიდერად, ჩვენ ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ეს იყო ჩვენი შეურაცხყოფა, ეს იყო ჩვენი გმირების შეურაცხყოფა, ჩვენი ჯარის, რომელმაც დღემდე მოიტანა ჩვენი ძვირფასი სამშობლო. ჩვენ დღეს მოვედით დღევანდელობამდე ჩვენი რწმენით და ჩვენი ბრძოლით. ჩვენ რაც ვიხილეთ არის აბსოლუტურად ამის საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა აქ არ მოვედი იმისთვის, რომ ვისაუბრო ყველაზე დეგრადირებულ ადამიანზე, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ვართ პოლიტიკურ კამპანიაში და მე ვარ, როგორც ამ პარტიის პოლიტიკური მდივანი, ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას თუ რა ძალასთან, რა მტრულ და ბოროტ ძალასთან გვქონდა ჩვენ საქმე და როგორი ვერაგი, მტრული ძალა ყველამ ერთად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიცილეთ. მოვიცილეთ, როგორც ერთგვარი სახადი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გრძელდება მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობები ამ კონკრეტული პოლიტიკური ანტისახელმწიფოებრივი ძალის მხრიდან. გუშინ გაგვაკრიტიკეს ოპონენტებმა, რომ ჩვენ აქ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ წარსული კარგად გვახსოვს და გვემახსოვრება ყოველთვის. როგორ შეიძლება ადამიანმა, მოქალაქემ დაივიწყოს აგვისტოს ომი, ის ტრაგიკული დღეები და ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მთელმა მსოფლიომ იხილა. არც ერთ შემთხვევაში მეგობრებო, ჩვენ ამას ყოველთვის გავახსენებთ ჩვენს დესტრუქციულ, ანტიეროვნულ ძალას. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გააუმჯობესოს.

მოგეხსენებათ, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი ომი, არერთი შიდა ომი, სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა და ჩვენივე ხელებით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა. ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობების და ხელისუფლებების შედეგად ვართ იქ, სადაც ვართ.

ამ ყველაფრის აღდგენას ბუნებრივია სჭირდება დრო, დრო რომელიც ყველაზე ძვირფასია და რომელიც ჩვენ ყველას გვეჩქარება, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი ლიდერის და ჩვენი მთლიანი გუნდის საერთო მობილიზებით, საერთო ორგანიზებით ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლო. 2020 წლის ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი გვიდგება პოლიტიკურ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ უნდა გავამყაროთ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის მშვიდობა უპრეცედენტო, 8 წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას პრაქტიკულად 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია. ყველას გავახსენოთ კიდევ ერთხელ, ყველა მმართველის პირობებში ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყოველთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. თავისუფლებას გისურვებთ ჩემო მეგობრებო"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა