საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში სერტიფიცირებულ პედაგოგებს ხვდება.
შეხვედრა თბილისში, გლდანში მშენებარე პროფესიულ სასწავლებელში მიმდინარეობს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გლდანის ტექნიკური სასწავლებლის მშენებლობა მისი პირადი ინიციატივა იყო.
„მსგავსი ტექნიკური ცენტრების კურსდამთავრებულების 80% ძალიან მალე მაღალანაზღაურებად სამსახურებს პოულობს. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში, გადაწყდეს უმუშევრობის საკითხი, რომლის მთავარი პრობლემა სტრუქტურული უმუშევრობაა - როცა ერთი მხრივ, არსებობს მოთხოვნა, მეორე მხრივ, კი არ არის საკმარისი კადრები“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ბავშვებს უკეთესი განათლების მიღების საშუალება და პედაგოგებს უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეთ.

















