logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა ახვლედიანმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
თეა ახვლედიანმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
15:56 11.08.2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და მათ სამაგალითო შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა.

„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას. მათ სწორედ ამ ადგილებში, რუსეთის ჯართან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაუფიქრებლად გაწირეს თავი სამშობლოს ღირსების დასაცავად. ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი, რომელიც მუდამ დარჩება ჩვენთვის მოუშუშებელ ტკივილად, მაგრმა ამავდროულად ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების სულისკვეთებამ და თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, უფრო მეტი შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გაძლიერებაზე, ასევე მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოს არც ერთ ოჯახს არასდროს მოუწიოს მსგავსი ტრაგედიის გადატანა. სწორედ ამ მიზნების წარმატებით მიღწევა იქნებოდა ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ მივაღწიოთ ჩვენს მშვიდობიან მიზნებს",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მოგვიანებით, შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა. ეპარქიის სამღვდელოებამ დაღუპულთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა.

მინისტრებმა ასევე ბრძოლის ადგილი დაათვალიერეს და მადლობა გადაუხადეს შინდისელ ბადრი ხუციშვილს, რომელმაც 2008 წელს აგვისტოს ომში დაჭრილი რამდენიმე ქართველი სამხედრო ბრძოლის ველიდან გაიყვანა, სახლში შეიფარა და გადაარჩინა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა