საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესტონეთის საგარეო უწყების დელეგაციას მასპინძლობს.
ამ წუთებში გრიგოლ ვაშაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს ხვდება.
პირისპირ შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.
საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხება. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ხელშეკრულებას რეადმისიის შესახებ, რომელიც უცხოეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებს.
ესტონეთის დელეგაცია საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. ესტონელი სტუმრები შეხვედრებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გეგმავენ.

















