logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუსტად ისეთი ძლიერი, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს, როგორზეც ყველას, თითოეულ ქართველს უოცნებია.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუსტად ისეთი ძლიერი, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს, როგორზეც ყველას, თითოეულ ქართველს უოცნებია.
16:58 10.08.2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული - ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს, თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მიაწოდოს გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნას განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით.

ეს განცხადება კახა კალაძემ ახმეტაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის
წარდგენისას გააკეთა.

"ამ ძალისხმევამ, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი ნაწილობრივ უკვე გამოიღო, ქართველ მეწარმეებს გახსნილი აქვთ მსოფლიოს უდიდესი ბაზრები. დღეს ქართველი გლეხის შრომით მოყვანილი და სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ქარხნების მიერ ჩამოსხმული ღვინოები მთელს მსოფლიოში იყიდება და ადამიანის შრომა დაფასებულია. შეიძლება ჯერ იმდენად კიდევ არა, რამდენადაც ვისურვებდით, მაგრამ იმაზე უკეთ ნამდვილად არის, რაც იყო წლების წინ.

ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რეალობა ჩვენს სურვილს დავუახლოვოთ, ყველა რეგიონის პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ, ადამიანებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ მაქსიმალურად მოტივირებული იყვნენ - მეტი დოვლათი შექმნან, მეტი შემოსავალი მიიღონ, რადგან თითოეული გლეხის, თითოეული ადამიანის, თითოეული ქართული ოჯახის სიძლიერე ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი სამშობლოს ძლიერებას განაპირობებს.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია უმუშევარი, ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, თუმცა ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თქვენს გვერდით ვართ და თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუსტად ისეთი ძლიერი, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს, როგორზეც ყველას, თითოეულ ქართველს უოცნებია.

სწორედ ამიტომ შევარჩიეთ თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი, კახეთზე და კახელებზე უზომოდ შეყვარებული და საქმიანი კაცი მაჟორიტარობის კანდიდატად.

დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად, თქვენი თანადგომით ბევრ დიდ საქმეს გავაკეთებთ ახმეტაში, ისე მოვემსახურებით, ისე განვავითარებთ ამ მშვენიერ მხარეს, როგორც გმირების სამშობლო იმსახურებს.

ახმეტელებო, თქვენი თანადგომის და სამართლიანობის იმედი გვაქვს!

ერთად დავდგეთ საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა