logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ჯგუფის მიერ, ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად!
ირაკლი ღარიბაშვილი: ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ჯგუფის მიერ, ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად!
12:08 10.08.2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელავში ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა, სადაც მმართველმა პარტიამ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩვენს მეომრებს "ქართული ოცნებიდან", მივესალმები ჩვენს სასახელო, გამორჩეულ ადამიანებს, ამ კუთხის ღირსეულ შვილებს. ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ ყოფნა, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით მართლაც გამორჩეულ ადგილას, ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეფის ადგილას. ეს თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ გვახსოვდეს ჩვენი წარსული, რომ დავაფასოთ ჩვენი აწმყო და ერთად ვიზრუნოთ ღირსეული მომავლის შექმნაზე. ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ჯგუფის მიერ, ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად.

2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, კაცი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თქვენთან ერთად, ოცნების მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა. მე ნამდვილად არ ვაპირებდი ამ თემებზე სასაუბროდ აქ მოსვლას, ვინაიდან ჩვენ რა თქმა უნდა ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი მომავლის შენებაზე, მაგრამ თუ ჩვენ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც დადგეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა იმ განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია - 2008 წლის აგვისტოს ომი, არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვასა და ოკუპაციას, რა თქმა უნდა ის არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

2020 წლის ოქტომბერი სწორედ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ჩვენი ხალხისთვის მოიტანა უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს მმართველობიდან. სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ. მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენ შეუძლებელი შევძელით. თქვენ ასეთი ხალხი ხართ, ჩემო ძლიერო კახელებო - ღირსეული, ძლიერი ხალხი! მინდა გავიხსენო ამ კუთხის გამორჩეული შვილები, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარეთ ჩვენი გამორჩეული გმირების, ჩვენი სამხედროების წინაშე. ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე.

კახეთი სწორედ ასეთი გმირი ვაჟკაცების კუთხეა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავდადებით, შეუპოვრობით, ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით. მე მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების ეტაპს და ჩვენს ქვეყანას და ხალხს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი"-განაცხადა ღარიბაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა