logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ირაკლი ქადაგიშვილი ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის კახეთის ყველა პრობლემა და არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის
გიორგი გახარია: ირაკლი ქადაგიშვილი ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის კახეთის ყველა პრობლემა და არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის
11:43 10.08.2020
დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, ამ გალავანში და მქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის და კახეთის მომავალზე. დიდი პატივია დღეს და წელს განსაკუთრებით, როდესაც პატარა კახის დაბადების დღიდან 300 წელი გადის, უდიდესი ქართველის, უდიდესი მებრძოლის და ამ კუთხის უდიდესი შვილის. რა თქმა უნდა ჩვენ ყელაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთი კიდევ უფრო განვითარდეს. 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თუ 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს ეს ციფრი იყო - 278 000 ტონა, დაახლოებით 5 - ჯერ მეტი, რაც, მისივე თქმით, ერთობლივი შრომის შედეგია.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებისთვის ხორციელდება და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად. პრემიერის თქმით, ირაკლი ქადაგიშვილმა ზედმიწევნით იცის რეგიონის ყველა პრობლემა და ის ამ კუთხის ღირსეული შვილია.

„ყველას კარგად გვახსოვს რამხელა კონცენტრირებული ყურადღება იყო მიმართული კახეთისკენ. მარტივი მაგალითს მოგიყვანთ - 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს კი 278 000 ტონა ყურძენი, 5 - ჯერ მეტი, ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული. ის აღმშენებლობა რომელიც დღეს კახეთში მიმდინარეობს, თუნდაც ეს ციხე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს ისტორიული მუზეუმი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა, ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, თელავის რეაბილიტაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, მოგეხსენებათ, კურდღელაურში შენდება საბავშვო ბაღი, უნდა გაგრძელდეს, ასეთი საბავშვო ბაღები ყველა სოფელში უნდა იყოს. უნდა მივაქციოთ ყურადღება თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. აგერ დასრულდება წელს მშვენიერი პროფესიული საწავლებელი „პრესტიჟი“ და ასევე თელავის უნივერსიტეტში შეიქმნება ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად განსაკუთრებული სპეციალიზაცია, ასევე პროფესიული, რომელიც პირდაპირ მიეხმარება ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს უფრო მეტი ცოდნა და კომპეტენცია შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ადამიანთან, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის დღეს რეგიონის ყველა პრობლემა, კახეთის და თელავის. ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემებისა, ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის.
ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თელავის კეთილდღეობისთვის და, საბოლოო ჯამში, ერთად საქართველოს კეთილდღეობისთვის, გილოცავთ!“- განაცხადა გიორგი გახარიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა