საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ვიზიტით მყოფ თავის ესტონელ კოლეგას ვაინო რეინარტს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ვაინო რეინარტი ესტონეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ეკონომიკური განვითარების საკითხებს კურირებს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების განხორციელების სამომავლო გეგმებზე გამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს ასევე, კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს ვაინო რეინარტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

















