logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები
15:49 08.08.2020
„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“,- ასე ეხმაურება საპპარამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს.

ირაკლი კობახიძე ფბ-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაციონალური და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით არ დაუშვებს ომის განახლების შესაძლებლობას, რომლის მიზანიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შემცირებაა.

„ჩვენ არ დავუშვებთ ომის განახლების შესაძლებლობას, მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა, ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება აგვისტოს ომი. ამ ომს ასობით უდანაშაულო საქართველოს მოქალაქე შეეწირა. ჩვენ სრულად დავკარგეთ კონტროლო საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონზე - აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია. ამ ომის შედეგებს დღემდე ვიმკით, გრძელდება ბორდერიზაცია, უკანონო გატაცებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, უთანასწორო ბრძოლაში აჩერებდნენ რუსულ სამხედრო მანქანას. ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“,-წერს ირაკლი კობახიძე.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა