logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატეს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატეს
21:04 07.08.2020
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომადგენლებმა დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა (აშშ), თავმჯდომარის მოადგილემ, კოსტელ ნეკულაი დუნავამ (რუმინეთის პარლამენტის წევრი) და მომხსენებელმა, ლაურინას კასციუნასმა (ლიეტუვას პარლამენტის წევრი) გამოხატეს ღრმა შეშფოთება, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავაც საფრთხეშია, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

„აუცილებელია, დასრულდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაცია და მშვიდობიანად აღდგეს პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ომითა და საოკუპაციო ხაზით დაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა გაიხსენეს 2019 წლის ლუქსემბურგის დეკლარაციის რეზოლუცია - „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო“ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

მათ ასევე ღრმა შეშფოთება გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ეუთო-სა და გაერო-ს მისიების დახურვის შემდეგ ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმია, კვლავაც არ აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე წვდომა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც კრიტიკულ საშუალებას ინფორმაციის გაცვლისა და იმ ინციდენტებზე რეაგირებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებებზე“ - ნათქვამია განცხადებაში.

„ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად განახლდება იმისთვის, რომ გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები რეალური შედეგების მისაღწევად“ - აღნიშნულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერების განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა