logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ბერაიამ რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ბერაიამ რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
20:59 07.08.2020
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“. ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა და მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მთავარი მომლაპარაკებელი ლაშა დარსალია, საერთაშორისო ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

განსახილველ საკითხს წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს ომი და მისი ნეგატიური გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა და სხვა საკითხები.

ირაკლი ბერაიამ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მზარდ მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე და გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, პანდემიის პერიოდში საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე და ჰიბრიდულ კამპანიაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო პარტნიორების რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებში უმაღლეს დონეზე შენარჩუნების და კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვების და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების საჭიროებას. ირაკლი ბერაიამ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივაზე, შერიგებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის სფეროში გადადგმულ და მიმდინარე ნაბიჯებზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა