logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მსოფლიოს მასშტაბით, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება
მსოფლიოს მასშტაბით, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება
14:25 07.08.2020
2020 წლის 7-8 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომის 12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, ესტონეთში, ლიეტუვაში, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით გაიმართება მხატვრული ფილმის - „ შინდისი“ ჩვენება, აზერბაიჯანსა და ლიეტუვაში ასევე შედგება აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა, ხოლო ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობ, მსოფლიოში პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროპის საბჭოსთან აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს ონლაინ ფორმატით გააცნობს აღნიშნულ ფილმს.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ათენის ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში მოეწყობა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც საუბრის მთავარი თემა იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო გამოფენა. 8 აგვისტოს, საელჩოს ორგანიზებით, ასევე შედგება ფილმის „მანდარინები“ ჩვენება.

ასევე, აგვისტოს ომის 12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,, კორეის რეპუბლიკაში, ეროვნულ მუზეუმში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „რუსული გაკვეთილები“ ჩვენება.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 8 აგვისტოს, ქ. კიევში, შოთა რუსთაველის სკვერში, გაიმართება შეხვედრა დიასპორასთან და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა, ირლანდიაში კი - ჩატარდება ლექცია-სემინარი: „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და გამოწვევები 12 წლის შემდეგ“.

ავსტრიაში, ესტონეთში, საბერძნეთსა და კორეის რესპუბლიკაში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდება საქართველოს ელჩების ინტერვიუები, ხოლო ბელგიასა და სლოვენიაში - საქართველოს ელჩების ვიდეო-მიმართვები.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის ერთ-ერთმა წამყვანმა მედია საშუალებამ "The Event Magazine" არაბულ ენაზე უკვე გამოაქვეყნა საქართველოს საელჩოს მიერ მომზადებული ინფორმაცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ინფორმაციების გამოქვეყნება ასევე იგეგმება ბრიტანულ, აზერბაიჯანულ, უნგრულ, რუმინულ და სლოვაკურ საინფორმაციო პორტალებზე.
9 აგვისტოს, შვედეთის წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელმსახური დეკანოზი შიო სამგლოვიარო პანაშვიდს გადაუხდის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა