logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, პოლიტიკურად ყველაფრის მკადრებელი ხარ და ყველაფერს იტყვი
ანრი ოხანაშვილი: თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, პოლიტიკურად ყველაფრის მკადრებელი ხარ და ყველაფერს იტყვი
18:03 06.08.2020
„თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, პოლიტიკურად ყველაფრის მკადრებელი ხარ და ყველაფერს იტყვი. ეს იმ პოლიტიკოსების გასაგონად, რომლებიც ამბობენ თითქოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ სოციალური პაკეტი არის რაღაც პოლიტიკური მოსყიდვა. ასეთ პოლიტიკურ სისულელეს თუ გაიფიქრებენ თავში, ნუღარ იტყვიან მაინც, იმიტომ რომ ან კანონმდებლობაში ჩაიხედონ, ან ვინმეს ჰკითხონ აზრი და სამართლებრივი რჩევა და ეტყვიან, რომ აბსურდია საუბარი რაღაც საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი თქმით, კოლეგების მიერ, სხდომათა დარბაზში იყო გამონათქვამები, თუ რატომ არ ეძლეოდა უფრო მეტი დახმარება ხალხს და უფრო ხანგრძლივად რატომ არ ხდებოდა თანხების გაცემა, რაზეც პრემიერ მინისტრის პასუხი იყო, რომ მათ რჩევებს მთავრობა გაითვალისწინებდა და ისეთ პაკეტს შესთავაზებდა საზოგადოებას, რომელიც შეძლებისდაგვარად, შეუმსუბუქებდა მათ მდგომარეობას.

„ქართული ოცნების“ გუნდი არის ის ძალა, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოებას წინ ფარივით გადაეფარა, რათა მათ არ მიეღოთ დარტყმა და არ ყოფილიყო ეპიდაფეთქება. კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე მნიშვნელოვნად ზარალდება ეკონომიკა და ამ ეკონომიკის პირობებში, თუ ხარ სოლიდური ძალა და თუ გსურს, რომ საზოგადოებამ იგრძნოს ხელისუფლების მხრიდან დაცულობა, მან უნდა გააკეთოს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, იმ რესურსების ფარგლებში რაც შეგვეძლო, გადავეფარეთ ხალხს ფარად. ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ძალის უპირველესი მოვალეობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური ჯგუფები ამბობდნენ იმასაც, რომ საჭიროა ანტიკრიზისული ბიუჯეტი, გეგმა და მეტი თანხა.

„ჩვენ ამას ვითვალისწინებთ თუმცა, მათი მოსაზრებების გარეშეც ძალიან კარგად ვგრძნობთ, ჩვენი საზოგადოების მაჯისცემას, რა უჭირთ, რა გამოწვევები აქვთ, რა პრობლემის წინაშე დადგნენ ისინი ამ კრიზისის დროს. ამიტომ. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლება ყოველთვის იყოს ფხიზლად და მოწოდების სიმაღლეზე, რომ ხელისუფლება უნდა იყოს საკუთარი ხალხის ფარი. ის გასაჭირი, ის გამოწვევები, ის კრიზისი რაც შეიძლება ემუქრებოდეს საზოგადოებას და ქვეყანას, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა მიიღოს ეს დარტყმა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვიღაც ვაიპოლიტიკოსების პოლიტიკურ სისულელეებზე საუბრის გამო დავკომპლექსდეთ და არ დავეხმაროთ ჩვენ საზოგადობას, კრიზისში მყოფ ბავშვებს, მოხუცებს, შშმ პირებს და სხვა ადამიანებს არ გავუწიოთ დახმარება. ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, სტუდენტები არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამიტომ ჩვენ ვაიპოლიტიკოსებს ვერ ავყვებით, გვაქვს ჩვენი გეგმა, იმიტომ რომ ეს გეგმა არის ჩვენი ხალხი და მათზე ზრუნვა. ეს არ არის მარტივი პროცესი. მსოფლიოში გრძელდება კრიზისი. კიდევ იქნება გამოწვევა, ამიტომ, მოვუწოდებ მთავრობას, კიდევ მეტად გააგრძელონ მუშაობა ჩვენი საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, იმისთვის, რომ ამ თვეების შემდგომ, როდესაც ეს დახმარებები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ამოიწურება, საჭირო იქნება შემდგომი გეგმა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა