logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების შესახებ იმსჯელეს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების შესახებ იმსჯელეს
17:53 06.08.2020
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, სამომავალო გეგმებზე, რეგიონის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ვიმსჯელეთ“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომებს, რომლებიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.

სხდომებზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ასამბლეის გასული წლის საბიუჯეტო საკითხები. წარმოდგენილ იქნა მოხსენება იმ საერთაშორისო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, რომლებშიც ასამბლეის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც არჩილ თალაკვაძემ მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს მიერ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული წარმატება და პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებული გამოცდილების მეგობარი ქვეყნებისთვის გაზიარების მნიშვნელობა.

„მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა, სხდომა შედგა ჩვენი ხელმძღვანელობით, საქართველო ხელმძღვანელობდა ერთი წლის განმავლობაში ამ ასამბლეის საქმიანობას. შევაჯამეთ ის შედეგები, რაც გვქონდა, ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს აქვს საერთაშორისო აღიარება და მხარდაჭერა. გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ეფექტურად შევძელით საჭირო ზომების მიღება და რისკების კონტროლი, ვირუსის გავრცელების შეკავება, მეორეს მხრივ, გვესმის, რომ გლობალური პანდემია არის საერთაშორისო გამოწვევა და მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყანა ამას ვერ დაამარცხებს და ამას სჭირდება კოორდინირებული პასუხი და ამ შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილება, ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შევძელით, არის საინტერესო ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვისაც“,- განაცხადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.

გენერალური ასამბლეა მუშაობას პლენარული სესიის ფორმატში აგრძელებს, რომლის დასრულებისას საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარეობას მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს გადააბარებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა