logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: თვითდასაქმებულებისთვის არასოდეს, არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია
ბექა ლილუაშვილი: თვითდასაქმებულებისთვის არასოდეს, არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია
16:23 06.08.2020
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის ტრიბუნიდანაც აღუნიშნავს, რომ თვითდასაქმებული ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებზეც არასოდეს არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია და არანაირი დახმარება მათ შორის კრიზისების დროს არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც შეავსო განაცხადი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული, მიიღებს 300 ლარიან კომპენსაციას.

„ჩვენ თვითდასაქმებულებს ვეხმარებით პანდემიის ეკონომიკური შედეგების გამო, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და ჩვენ არაერთი პრობლემური ეკონომიკური პერიოდი გვახსოვს ჩვენს ისტორიაში და ამ პერიოდების განმავლობაში მათზე აქცენტი არ გაკეთებულა. ჯერ კიდევ დასაწყისში, როდესაც ჩვენ განვახორციელეთ ასე ვთქვათ პირველი და მეორე ეტაპები ანტიკრიზისული გეგმისა, მაშინაც აქცენტი გავაკეთეთ თვითდასაქმებულებზე და მკაფიოდ ვთქვით, რომ ყველას ვინც წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, რომ მათ დაკარგეს შემოსავლის წყარო პანდემიის პირობებში, მთავრობა დაეხმარებოდა. შემდგომ უკვე, მოგვიანებით, გავაჟღერეთ მოსაზრებები, რომ ჩვენ დავეხმარებოდით ყველას, ვის იდენტიფიცირებასაც შევძლებით და შესაბამისად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა დღეს ის გადაწყვეტილება რაც მთავრობამ მიიღო. კონკრეტულად ყველა ის თვითდასაქმებული პირი, რომელმაც შესაბამისი პროცედურის დაცვით შეავსო განაცხადი კომპენსაციის მიღებაზე, თუმცა მათ არ ჰქონდათ შესაბამისი სტანდარტის დოკუმენტაცია, ან იყო ხარვეზი, ან არასრულფასოვნად იყო წარმოდგენილი, ან იყო წარმოდგენილი მინიმალური დამადასტურებელი საბუთი იმის შესახებ, რომ მათ პანდემიის შედეგად დაკარგეს შემოსავალი, ყველა ეს ადამიანი, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, მიიღებს 300 ლარიან კომპენსაციას,“- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა