logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: საქართველო აშშ-ს კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს
ირაკლი ბერაია: საქართველო აშშ-ს კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს
14:12 06.08.2020
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, აპროპრიაციის აქტში და თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 21 ივლისს, სენატმა კი, 23 ივლისს დაამტკიცა და დოკუმენტში მკაფიოდ და ხაზგასმით აღნიშნულია საქართველოს მხარდაჭერის შესახებ - ის, რომ საქართველო არის ამერიკის ღირებული პარტნიორი და აშშ-მა უნდა გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა, მისი უსაფრთხოების და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, ევროატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ლეტალური შეიარაღებით უზრუნველყოფა.

„დოკუმენტში საუბარია, ასევე, ანგარიშზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უნდა მიაწოდოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული მოქალაქეების შესახებ და რა თქმა უნდა, ეს არის იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობთ და ეს მხარდაჭერა არის მზარდი“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, არის შესწორებები, რომელიც დოკუმენტში ტეხასელმა სამმა კონგრესმენმა შეიტანა, თუმცა არანაირ პირობითობასა და დათქმაზე საუბარი არ არის.

„ეს არის მათი ინიციატივა. აქ პრობლემური და საგანგაშო არაფერია, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ. არანაირ შეზღუდვაზე, დათქმასა და პირობითობაზე საუბარი არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს ანგარიშს რეგულარულად აწვდის. თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, საჭიროა კონფერენცია, როცა გაერთიანება ხდება კონგრესისა და სენატის ნაწილების. საბოლოო ჯამში, როგორი იქნება საბოლოო ვერსია, ეს ცნობილი შემოდგომაზე გახდება“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა