logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: პარლამენტში ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და უნდა გააგრძელოთო, ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი
გიორგი გახარია: პარლამენტში ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და უნდა გააგრძელოთო, ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი
13:45 06.08.2020
ერთხელ მახსოვს პარლამენტში დებატებისას ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და თქვენ ეს უნდა გააგრძელოთო, დაეხმაროთო. ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ-მეთქი და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ გავიხსენებ მეთქი თქვენს რჩევას და ვიხსენებ ახლა ამ მომენტს. მაშინვე ვამბობდით ჩვენ პირველივე დღიდან, რომ ეს დახმარება იქნება ეტაპობრივი და სამართლიანი, ამას ვაგრძელებთ, ამას ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მე-3 ეტაპი. მერწმუნეთ, სამწუხაროდ ისე ვითარდება სიტუაცია რომ იქნება მე-4 ეტაპიც და შესაძლებელია იყოს მე-5-ც და რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში, თავიანთი პრობლემების წინაშე მარტო? - არა, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.

„კომუნალური დახმარების ნაწილში ეს არის დაახლოებით 200 მლნ ლარი, ბავშვების დახმარების ნაწილში, დაახლოებით 170 მლნ ლარი. სიმართლეს ხომ აქვს რაღაც ფასი. ბოლო 5 თვის განმავლობაში ძირითადი დარტყმები, კრიტიკა მოდიოდა იმაზე, თუ თვითდასაქმებული ადამიანები როგორ დაადასტურებდნენ თავიანთ საქმიანობას. თქვენ ისეთი მკაცრი წესები დააწესეთ, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები განაცხადს აკეთებენ და დახმარებას ვერ იღებენო. სინამდვილეში, მართლაც 250 000 განაცხადია გაკეთებული ერთჯერად დახმარებაზე 300 ლარიანზე, რომელიც ეკუთვნით თვითდასაქმებულებს. აქედან ნორმალური დასაბუთება დოკუმენტაციის თვალსაზრისით ჰქონდა 170 000 ადამიანს და რა თქმა უნდა მათ ეს დახმარება მიიღეს. ეს 80 000 ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა