logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრო ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ
ირაკლი ბერაია: ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრო ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ
13:35 06.08.2020
„საქართველოს ხელისუფლება დღეს არსებულ ვითარებაში აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის თემა დაბრუნდა და აქტიურად არის შენარჩუნებული საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე, ის რაც არ იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრო ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ოპოზიციის კრიტიკას ხელისუფლების მიერ დეოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტისთვის გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოკუპაცია, ერთი მხრივ, არის რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის და მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის, მაშინდელი ხელისუფლების - დანაშაულებრივი რეჟიმის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების პირდაპირი შედეგი.

„ყველა წინაპირობა და ყველა ინდიკატორი არსებობდა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის ვითარების მომწიფების და ეს ძალიან კარგად იცოდა მაშინდელმა ხელისუფლებამ, თუმცა მათ თითიც კი არ გაუნძრევიათ და არაფერი გააკეთეს ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. დაიღუპა ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, სამხედრო მოსამსახურეები, სამართალდამცავები, 30 ათასი დევნილი დაემატა ჩვენს ქვეყანას და უკონტროლო ტერიტორიებს დაემატა ახალგორი, კოდორის ხეობა, ასორმოცდაათზე მეტი სოფლით და ფაქტობრივად, საქართველოს რეგიონების 22% „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს. მოხდა ამის უკანონო აღიარება და რუსეთის დიპლომატიას მოანიშნა წითელი ხაზები, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს სამშვიდობო პროცეს. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ „ნაციონალური ნაცმოძრაობის“ შექმნილი და დატოვებული პრობლემების მათი რეკომენდაციებით და რეცეპტებით გადაწყვეტას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ამბიციური დღის წესრიგი და ვმოქმედებთ ჩვენი პრიორიტეტების ფარგლებში“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა