საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ საქართველოსა
და ევროკავშირს შორის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს მოეწერება ხელი.
გარდა ამისა, ურმას პაეტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოსა და ესტონეთს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა არსებობს, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება.

















