logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული
დიმიტრი ხუნდაძე: ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული
16:37 05.08.2020
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტისმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ტრადიციად ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და უშუალოდ საქართველოს ოფისის დირექტორთან.

„ჩვენ პერიოდულად ვიხილავთ არსებულ საკითხებს, და ვგეგმავთ ერთიან სტრატეგიას. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღას და რეკომენდაციებს და ქმედებს, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ის, რომ ეს პოზიტიური შედეგი მივიყვანოთ ბოლომდე. ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო იყო წარმატებული და ის კმაყოფილია როგორც ხელისუფლების ქმედებით, ასევე საზოგადოების დამყოლობით და დამოკიდებულებით რამაც სწორედ ეს პოზიტიური შედეგი განაპირობა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისათვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთობლივად დაგეგმეს, ჯანმოს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა საბაზისო კანონმდებლობა და ამ ნამუშევარმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო ოფისის ხელმძღვანელის მხრიდან. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პროექტი პრაქტიკულად მზადაა და მისი განხილვები ძალიან მალე დაიწყება, ამ მოწვევის პარლამენტში მოხდება მისი ინიცირება და ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ამ სექტორში არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ იყოს ამოწურული.

„შევეხეთ თამბაქოს შესახებ კანონს და გავაანალიზეთ ის შედეგები, რა პოზიტიური შედეგებიც მოიტანა ამ საკანონმდებლო ცვლილებამ, ჯანმო პერიოდულად ატარებს კვლევებს და ბოლო კვლევებით შემცირებულია თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებით დაბალი ასაკის მწეველთა შორის, რაც არის განსაკუთრებით კარგი შედეგი. ჯანდაცვის კომიტეტი ჯანმოს-თან ერთად აგრძელებს მოსახლეობაზე ზრუნვას და ჩვენი თანამშრომლობა იქნება ყოველდღიური და შესაბამისი დადებითი ეფექტი ამას აუცილებლად ექნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა