logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: განათლების და ეკონომიკის რეფორმებთან ერთად, “ქართული ოცნება“ მომავალში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს გარემოსდაცვით საკითხებს
არჩილ თალაკვაძე: განათლების და ეკონომიკის რეფორმებთან ერთად, “ქართული ოცნება“ მომავალში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს გარემოსდაცვით საკითხებს
14:59 03.08.2020
„გარემოს დაცვა არის და მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება საჯარო პოლიტიკის თვალსაზრისით. მისი უფრო მეტად გათვალისწინება საჯარო პოლიტიკაში აუცილებელია პროგრესის მისაღწევად. ამიტომ, პარლამენტი და ჩვენი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” განათლების და ეკონომიკის რეფორმებთან ერთად, მომავალში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ გარემოსდაცვით საკითხებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის ანგარიშის წარდგენასა და მწვანე სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, ხოლო გაწეული შრომისთვის - კომიტეტის თავმჯდომარესა და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ სიტყვით მიმართა და დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში, ისევე, როგორც მმართველი გუნდის პროგრამასა და საჯარო პოლიტიკაში გარემოს დაცვის ინტერესებისა და გარემოს რაციონალური მართვის საკითხები კიდევ უფრო მეტად იქნება ასახული.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც კომიტეტის საქმიანობის შედეგად, კანონმდებლობის განახლება მოხდა.

მისი თქმით, ასეთი მიმართულებებია „ტყის კოდექსი“, “ენერგოეფექტურობის პაკეტი”, ნარჩენებთან და მის გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე, წყლის რესურსებთან და წყლის ინტეგრირებულ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები რომლებიც, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ჩვენი ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია.

„გარემო, მწვანე პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა და მწვანე კანონმდებლობა არის აქტუალური საკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების საცხოვრებელ გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა