საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვანს ესტუმრა და ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც სოციალურ ქსელ Facebook-ში პრეზიდენტის გვერდზეა აღნიშნული, რეკონსტრუქციის შემდეგ, ვანის მუზეუმში ახალი საგამოფენო სივრცეები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები გაიხსნება.
მუზეუმში ასევე განთავსდება სამუზეუმო მაღაზია და კაფე.
ამას გარდა, გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები და სპეციალური ლიფტები დამონტაჟდება.

















