თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ პრაქტიკულ მეცადინეობას დაესწრო და დასაქმების მსურველებს გაესაუბრა.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, „სპექტრში“ დასაქმების მსურველები კვალიფიკაციას იმაღლებენ.
მერიის ინფორმაციით, ნებისმიერ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, სახლთან ახლოს მდებარე, რაიონულ მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირდეს. ასევე, მიმდინარეობს დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა პროფესიული გადამზადება.
„სპექტრი“ მრავალპროფილიანი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. მერიის პროგრამით, ამჟამად აღნიშნულ სასწავლებელში მებათქაშისა და კალატოზის პროფესიას 42 მსურველი ეუფლება.

















