ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია საქართველოში ვიზიტს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.
პრესკონფერენცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.
აშშ-ს დელეგაცია, რომელსაც ტომას მელია ხელმძღვანელობს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა.
დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრა შედგა მედიის წაემომადგენლევთანაც.
აშშ-ს დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტი ხვალ დასრულდება.

















