logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე “ელექტრონული კომუნიკაციების “ შესახებ კანონში ცვლილებებს დროულს და გონივრულს უწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე “ელექტრონული კომუნიკაციების “ შესახებ კანონში ცვლილებებს დროულს და გონივრულს უწოდებს
21:25 24.07.2020
„როდესაც თქვენ გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე, ასევე, როდესაც კერძო კომპანიაა მფლობელი, სხვა მხარისთვის არ უნდა შეეძლოს მიყიდვა მთავრობის ნებართვის გარეშე - სწორედ ასეა შესაძლებელი იმის თავიდან არიდება, რომ საკუთრება რუსეთი ან ჩინეთის ხელებში არ გადავიდეს ან რაიმე მსგავსი. ამის გაკეთება საკმაოდ გონივრულია. მეორე, რასაც, ჩემი აზრით, კანონმდებლობა აკეთებს, ისაა, რომ ის ცდილობს, რეგულატორების ადმინისტრაციული საშუალებები გააძლიეროს, რათა კომპანიებმა შეასრულოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რაც ასევე ძალიან გონივრულია. ასე რომ, ვფიქრობ, თავად კანონმდებლობას საკმაოდ გონივრული მიზნები აქვს“, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და ყოფილმა წარმომადგენელმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საუბრისას კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიღმა ძალიან გონივრულ მიზნებს ხედავს.

მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები საკმაოდ გონივრულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში.

ვოლკერი ასევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს „ინტერპრესნიუსთან“, სადაც ყოფილი დიპლომატმა ისაუბრა „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე და ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სწორედ ამ ერთ კონკრეტულ კომპანიას უკავშირდებოდეს.

„სხვა საკითხია, როგორ იქნება გამოყენებული კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევებში, და თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შემთხვევა, დაკავშირებული ამ კომპანიასთან, რომელიც ცდილობდა, განემარტა სიტუაცია რეგულატორთან ერთად. როგორც ვიცი, ახლაც საუბრობენ რეგულატორთან, მაგრამ რამდენიმე საკითხი უკავშირდება იმას, თუ როგორ შეიძლება, იქნას ეს კანონმდებლობა გამოყენებული. გაყიდვა უკვე მოხდა და როგორც მესმის, რეგულატორი ამბობს, რომ კომპანიამ არ შეასრულა მოთხოვნა რეგულატორის წინასწარი ნებართვის მიღების ნაწილში. მაგრამ ვფიქრობ, მთავრობა უბრალოდ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ იმდენად შორს არ წავიდეს, რომ გამოჩნდეს, თითქოს ადმინისტრატორის პოზიციას ასრულებს ან კერძო ინვესტიციას იგდებს ხელში, რადგან შეიძლება, ამას უცხოურ ინვესტიციების შენელების ეფექტი ჰქონდეს. თუ ხდება იმის გაცნობიერება, რომ საქართველოში ინვესტიციას ახორციელებს და რისკავს, რომ მთავრობამ უკუაგდოს ეს ინვესტიცია, ან კომპანიის მენეჯმენტი ჩაიგდოს ხელში, პოტენციურად, გაათავისუფლოს დირექტორები ან გაასხვისოს კომპანია, ეს ისეთი რამეებია, რის საშუალებასაც იძლევა კანონმდებლობა და უმნიშვნელოვანესია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში, - ეს მაქსიმალურად სამართლიანად, გამჭვირვალედ და გონივრულად მოხდეს. იმედი მაქვს, მთავრობა და კომპანია შეთანხმებას მიაღწევენ“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა