logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევა, მიმართულია ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერის გასაჩენად
კახა კუჭავა: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევა, მიმართულია ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერის გასაჩენად
21:14 24.07.2020
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში საუბარია 2 სხვადასხვა დოკუმენტზე. ერთი არის ასიგნებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც შესაბამის კომიტეტში განიხილებოდა ამერიკის კონგრესის დონეზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვის ავტორიზაციის შესახებ, რომელიც სენატში იქნა განხილული და კენჭიც ეყარა. ეს არის მაღალი დონის მხარდამჭერი დოკუმენტი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტვ “იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია. „პირველ რიგში, ეს არის თავდაცვისუნარიანობის კუთხით ჩვენი მზადყოფნა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია. ზოგადად, ასახულია ისიც, რომ შავი ზღვის რეგიონი განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს და ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება ,როგორც ყოველთვის, ძალიან მაღალ დონეზე გარანტირებული. იყო გარკვეული მცდელობები ამ კონკრეტულ დოკუმენტშიც ისევე, როგორც მეორე აქტში, შესულიყო ცვლილებები. ცვლილებები დარეგისტრირდა, რომელიც სამწუხაროდ, გაჩნდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მაგრამ ცვლილებები ნიშნავს, რომ ეს გარკვეულ ეტაპამდე მიდის, შემდეგ მისი განხილვა ხდება, ხოლო ამის შემდეგ ან გაითვალისწინებენ ან არა. აქტი, რომელსაც სენატმა კენჭი უყარა, სწორედ ის ეტაპია, როცა არ იქნა გათვალისწინებული ის დარეგისტრირებული ცვლილებები, რომელიც იქნებოდა საზიანო არა „ ქართული ოცნებისთვის“, როგორც მმართველი პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევა, ლობისტები იქნება თუ მათი პირადი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერის გასაჩენად. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი კომენტარი და საბოლოო დოკუმენტი ზუსტად იმ სულისკვეთებას ასახავს, რომელიც წლების განმავლობაში გვესმის; ის, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და რომ ეს კიდევ უფრო უნდა გამყარდეს; ის, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; ის, რომ ნატოს კარები ღიაა საქართველოსთვის და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“- განაცხადა კახა კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა