logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: ოპოზიციის მცდელობა კანონპროექტში ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერები გაჩენილიყო, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან არ იქნა გაზიარებული
კახა კუჭავა: ოპოზიციის მცდელობა კანონპროექტში ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერები გაჩენილიყო, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან არ იქნა გაზიარებული
18:56 24.07.2020
„სენატმა დაამტკიცა თავისი ვერსია თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის, რომელიც ცალკე განიხილება კონგრესზე, ცალკე სენატზე და საბოლოო ჯამში ეს უნდა შეჯამდეს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ შეჯერდა ის ვერსია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“,- ასე შეაფასა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ აშშ–ს სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების ფაქტი.

კახა კუჭავას თქმით, ოპოზიციის მცდელობა კანონპროექტში ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერები გაჩენილიყო, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან არ იქნა გაზიარებული.

„თქვენ გახსოვთ, იყო მცდელობა ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის არასახარბიელო გარკვეული ჩანაწერები გაჩენილიყო, საბოლოოდ გავიდა ის ვერსია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მაღალი დონის მხარდამჭერი და ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს რამდენად მნიშნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო რეგიონში და არა მხოლოდ, ამიტომ სამწუხაროა როდესაც ვხედავთ ამ მცდელობებს, თუმცა სასიხარულოა საბოლოო ჯამში, რომ ოპოზიციის მსგავსი ქვეყნის საზიანო მცდელობები არ იქნა გაზიარებული“,-განაცხადა კახა კუჭავამ.

ვიცე-სპიკერის თქმით, დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზეა აყვანილი.

„განსაკუთრებული ხაზგასმა არის იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და რომელთა ირგვლივაც ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ.

განსაკუთრებული ყურადღებაა შავი ზღვის რეგიონზე და იმ ქვეყნებზე გამახვილებული სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშნელოვანი და სენსიტიურია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მთლიანობა და ის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ოკუპაციასთან არის ასევე ცალსახად ხაზგასმული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. აქ არ არის მითითებული არც გვარები და არც ტერმინი, რომლის შეტანას ცდილობდა ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც პირველ რიგში დააზიანებდა არ მმართველ პარტიას, არამედ ქვეყნის ინტერესებს. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იმ საბოლოო ვერსიას, რომელიც შეჯერდება სენატის და კონგრესის მიერ და პირველ რიგში წაადგება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,-განაცხადა კახა კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა