logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია მადლობას უხდის ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის
გიორგი გახარია მადლობას უხდის ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის
12:12 24.07.2020
პირველ რიგში, მივესალმები აშშ-ის ელჩს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ნამდვილად შთამბეჭდავია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მიზანი არის დიადი, ეს არ იქნება გადამეტება. 200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში, ამ საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურას ერთად არის, რა თქმა უნდა, ერთობლივი მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის” გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი შესანიშნავი, სისტემური თანამშრომლობის გარეშე, სადაც იყო კომპეტენცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ემორის უნივერსიტეტიდან, სადაც იყო ქართული ბიზნესის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა ის შედეგი, რომელიც გვაქვს. შედეგი არის ის, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი და დღეს მე აქ ძალიან კარგად ამიხსნეს, სრულად იქნება ორიენტირებული ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ამაზე დიდი მიზანი, რომ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს. ეს არის, როგორც სახელმწიფოს, ისე ჩვენი თითოეული მოქალაქის მიზანი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი იყოს წარმატებული და გარდა იმისა, რომ მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, პატარებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს ზრდასრულ თანამოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ამას ექნება სერიოზული რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-ის წვლილი ამ პროექტის დასრულებაში.

„მოგეხსენებათ, აშშ-ი, USAID-ის საშუალებით, ბევრს გვეხმარება ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საერთო ჯამური შეფასება ამ დახმარების არის 1.5 მლრდ-ზე მეტი, თუმცა ეს არ განისაზღვრება ფინანსების რაოდენობით, აქ ყველაზე მთავარია ის წვლილი, რომელსაც USAID-ი და აშშ-ის მთავრობა ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით აკეთებენ. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. ინსტიტუტების სიძლიერე, ჩვენი განათლებისა და სამედიცინო სისტემების სიძლიერე, ეს არის ყველაფერი, რაც გზას უხსნის და ქართულ დემოკრატიას ხდის ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო წარმატებულს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას. აქ უკვე ითქვა, რომ კენ ვოლკერი იყო სულის და იდეის ჩამდგმელი ამ პროექტისა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მასაც აქედან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ შესანიშნავ სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძობს მუშაობას და ყოველწლიურად ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ფუნქციურად იყვნენ დამოუკიდებელი, სრულფასოვანი წევრები ჩვენი საზოგადოებისა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ შექმნის მიზანი რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნაა.

კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ (გუნდურ მიდგომაზე დაფუძნებული) სარეაბილიტაციო მომსახურებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა