logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: „ფრონტერა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა რომ დავინახოთ, თუ როგორ უფრთხილდება საქართველო უცხოურ კომპანიას, მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერებისა, რამდენ დათმობაზე მიდის ქვეყანა
გიორგი ვოლსკი: „ფრონტერა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა რომ დავინახოთ, თუ როგორ უფრთხილდება საქართველო უცხოურ კომპანიას, მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერებისა, რამდენ დათმობაზე მიდის ქვეყანა
18:55 23.07.2020
„ოპოზიციას წარმომადგენლები „ფრონტერას“ არ ლობირებენ, ვინაიდან იციან, რომ ფრონტერას აქვს უშველებელი დავალიანება ხალხის მიმართ. ოპოზიციას არ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა კონკრეტულ ამომრჩევლებთან, რომლებიც არიან დაჩაგრულები ამ კომპანიის მიერ. აქ ისინი ლობირებენ იმას, რომ როგორმე ხელისუფლება წარმოჩნდეს ისე, თითქოს უცხოურ ბიზნესს ავიწროებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არა თუ ავიწროებს „ფრონტერას“ არამედ, მათ 20 წლით გაუხანგრძლივდა პირობა რათა ენახებინათ, რომ ისინი რამე საბადოს იძიებენ იკვლევენ და აქედან ქვეყანას გააჩნია რამე პერსპექტივა, რომ მიიღოს რამე დამატებითი ენერგორესურსები.

„20 წელი არის უპრეცენდენტო ვადა იმისთვის, რომ „ფრონტერას“ შეესრულებინა თავისი ვალდებულება. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სასამართლოთა შორის გამორჩეულმა, ჰააგის არბიტრაჟმა შეაფასა ვითარება და ვერდიქტი გამოიტანა - რომ არავითარი სიმართლე „ფრონტერას“ მხარეს არ აქვს. ვინც არ უნდა ლობირებდეს მას. საქართველოს წარმოჩენაა მიზანი და ზოგიერთი „ფრონტერას“ ლობისტი ამერიკელი კონგრესმენის ყურადღების გამახვილებაა მიზანი. რაც შეხება იმ ტერიტორიებს, სადაც ისინი რეალურად აწარმოებენ საქმიანობას და საბჭოთა პერიოდიდან მოიპოვებენ ნავთობს, ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, რომ ჰააგის არბიტრაჟს არ აქვს უარყოფითი შეფასება. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამ დეზინფორმაციის დაძლევაზე. სამწუხაროა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ახალგაზრდა ჟურნალისტებისა ჩართულები არიან ამ საქმეში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება არც ხდება და ვერც მოხდება.

„გადახედეთ ბიზნესის კეთების რეიტინგებს - რა გვქონდა და რა გვაქვს დღეს. შეხედეთ ციფრებს, საერთაშორისო შეფასებებს, სად შეიძლება ბიზნესის კეთება, რომელი ქვეყანაა მოწინავე რიგებში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რა კეთდება იმისთვის, რომ ხალხი გადარჩეს ამ ვირუსის შემოტევისგან. „ფრონტერა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ დავინახოთ, თუ როგორ უფრთხილდება საქართველო უცხოურ კომპანიას, მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერებისა, რამდენ დათმობაზე მიდის. რასაკვირველია, ის 1% იმ ფართობისა, რასაც ისინი ფლობდნენ, არის ის, სადაც ფრონტერამ რაღაც წარმატებას მიაღწია. იქ მუშაობის გაგრძელებაზე ჩვენს სახელმწიფოს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, დაახლოებით 240 ათასი დოლარი არის დახარჯული ლობისტებისთვის რათა საქართველო ჩაეყენებინათ უხერხულობაში, ან დასჯილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ფრონტერას“ ინტერესებიდან გამომდინარე.

„საკმაოდ დიდი ფულია, იმისთვის რომ ვილაპარაკოთ უზნეობაზე. ამდენი ხალხი არის ხელფასებს მოწყურებული, რომელთაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ მიუღიათ შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასები. ამ დროს 250 ათასამდე დოლარი იხარჯება ლობისტებისთვის. ეს არის რეალობა. ამ რეალობის მიუხედავად, იქ სადაც ფრონტერას წარმატება აქვს, სადაც რაღაც გააკეთა ისეთი, რასაც თვალსაჩინოება გვიდასტურებს, რომ მოპოვება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სადაო „ფრონტერასთან“ არ აქვს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა