logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
12:22 23.07.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა არასამათავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. კვლევა წარადგინა "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის" კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა და იგი მომზადდა "ლიბერალური აკადემია თბილისის" (EI-LAT) მიერ "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან" (ISSA-Georgia) მჭიდრო თანამშრომლობით.



საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას, რასაც 2015 წელს მთავრობასა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას" შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის წარმატებული განხორციელებაც ადასტურებს. სამინისტროს ორგანიზებით რეგულარულად იმართება დიალოგი არასამთავრობო სექტორთან, ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე სექტორულ საკითხებზე.



კვლევის პრეზენტაციისას, რომელიც ქვეყნის რეგიონებში (სამეგრელო, აჭარა) და დედაქალაქში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მოსახლეობის ლიბერალური განწყობების გაზომვას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ნდობას სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/გაერთიანებების მიმართ.



"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, როგორც მიმდინარე რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში" - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა