logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას
10:44 23.07.2020
„დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას“, - განაცხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის, დაახლოებით, 2.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის არასაპროექტო გრანტის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსებით შეძენილი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გააძლიერებს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს.

„დღეს, ხელი მოვაწერეთ ნოტებს, რათა საქართველოს გადავცეთ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რომლის ღირებულებაა 300 მილიონი იაპონური იენი, დაახლოებით, 2.8 მილიონი აშშ დოლარი. რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პირობების მიუხედავად, დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას. ასე რომ, მოხარული ვარ, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წარმატების ისტორია დაეხმარება საქართველოს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაში. იაპონიის მხარდაჭერა არ არის ერთჯერადი ხასიათის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მედეგობას. ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ ბოლო 20 წლის განმავლობაში 180-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. იაპონია კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, რათა არც ერთი ადამიანი არ დარჩეს საბაზისო საჭიროებების მიღმა, ხოლო საქართველომ მიაღწიოს მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას. იაპონელი ხალხის სახელით, გთხოვთ მიიღოთ ეს სამედიცინო ტექნიკა იაპონელი ხალხისგან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის ნიშნად“, - აღნიშნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა