logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროპის საბჭოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებს ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გამოცდილებას უზიარებენ
ევროპის საბჭოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებს ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გამოცდილებას უზიარებენ
09:15 23.07.2020
ევროპის საბჭოს (Council of Europe) ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენელთა ინიციატივითა და ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა შეხვედრისას დეტალურად განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება, მათ შორის სტრატეგიული მიმართულებების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მეთოდოლოგია. ამასთან, ხაზი გაესვა აღნიშნულ პროცესში საჯარო უწყებებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას.

ვიდეოკონფერენციისას ასევე იმსჯელეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და ქალთა გაძლიერებისათვის საქართველოში გატარებულ და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებზე. ყურდღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში ინტეგრირების მნიშვნელობაზე.

„საქართველო შედის იმ 40-ზე ნაკლებ ქვეყანათა რიცხვში, რომელსაც ეროვნულ დონეზე აქვს ადამიანის უფლებათა სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. შესაბამისად, ევროპის საბჭოს შემოთავაზების შედეგად გამოცდილებას ვუზიარებთ სხვა ქვეყნებსაც და ვაცნობთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ გადადგა ამ წლების განმავლობაში, როგორც სამოქმედო გეგმების, ისე სტრატეგიის შემუშავების მიზნით“, - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების პრაქტიკაში განხორციელებისას ჩნდება.

„კოლეგებს გავუზიარეთ საქართველოს გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე აღსრულების პროცესებთან დაკავშირებით. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საბჭოს, როგორც ქვეყანაში უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე საკოორდინაციო მექანიზმის თაობაზე“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობისა და გამოცდილების შემდგომი გაზირების მზადყოფნა გამოთქვეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენელთა ინიციატივით მსგავსი ფორმატის შეხვედრები სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა