logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ადასტურებს, რომ  საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა  მაღალ ნიშნულზეა
დავით ზალკალიანი: თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა
18:02 22.07.2020
„აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზეა როგორც არასდროს.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გაძლიერებისთვის, ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობებით საქართველოს დახმარებისა და რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას. აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, დოკუმენტის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მზადყოფნის ხელშეწყობას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთავსებადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერებას.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, აქტის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, ევალება კონგრესს მიაწოდოს ანგარიში - საქართველოში (ასევე, უკრაინაში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში) იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია აღნიშნული ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ძალების მიერ მოკლულ პირთა რაოდენობის შესახებ და ასევე, ანგარიში აშშ-ის მიერ ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის ეკონომიკური ან მსგავსი სახის სხვა დახმარების შესახებ.

მინისტრის შეფასებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რაც გამყარებულია როგორც კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, ისე აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით, დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი სენატში პროცედურებს ასევე წარმატებით გაივლის "მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კანონპროექტი, რომელიც სენატში გადაინაცვლებს, ასეთივე წარმატებით გაივლის პროცედურებს და მიღებული იქნება სენატის ვერსია, იმისთვის, რომ ის საბოლოოდ იქცეს კანონად“- აღნიშნა მინისტრმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი (NDAA) 2021 წლის 21 ივლისს დაამტკიცა, რომელშიც აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა. დოკუმენტში, როგორც ევროპული უსაფრთხოების ნაწილი, საქართველო მოაზრებულია, აშშ-ის ფასეულ პარტნიორად.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს აღნიშნული კანონპროექტის სენატის ვერსიის (NDAA FY21 S.4049) განხილვა. კანონის მიღებამდე ორივე პალატა საკუთარ ვერსიებს შეაჯერებს, რაც გადაეგზავნება აშშ-ს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა