„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჯაბა სამუშიამ დღეს ცოტნე დადიანის ქუჩის 221 ნომერში საარჩევნო შტაბი გახსნა.
„დღეს ნაძალადევში ოფიციალურად ვხსნი საარჩევნო შტაბს და მივმართავ ნაძალადევში, თემქაზე და ლოტკინზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მე ვიქნები თითოეული მათგანის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რომელიც მათ ინტერესებსა და უფლებებს დაიცავს“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და დასძინა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შტაბი ყოველდღიურად იმუშავებს და თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ყოველგვარი თანაშემწეების გარეშე დაუკავშირდეს დეპუტატს.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მას პირად სატელეფონო ნომერზე დაუკავშირდეს და საკუთარი პრობლემის შესახებ ამცნოს.

















