logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე:  31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები  გველის და დარწმუნებული ვარ,  დამაჯერებლად გავიმარჯვებთ
ირაკლი კობახიძე: 31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის და დარწმუნებული ვარ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ
10:08 22.07.2020
"ჩვენ ვთქვით, რა იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ეს იყო წარმატება - წარმატებულად განვლილი ცხოვრება, საქმიანობა, გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სფეროში. ", - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ "იმედის" ეთერში. მისი თქმით, 30-ვე მაჟორიტარობის კანდიდატს სწორედ წარმატება გამოარჩევს.



"წარმატებას აქვს თავისი მიზეზი, თავისი საფუძველი. ეს საფუძველი არის კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, ღირსება, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება და, ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სიყვარული საქმის, ქვეყნის და იმ უბნის თუ რეგიონის, რომელსაც კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ უკვე მეათე მოწვევის პარლამენტში. ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვართ, მათ შორის, ამ კანდიდატების სიძლიერის გათავლისწინებით, მივიღებთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებითაც გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" ერგება იმ რეკომენდაციებს, რომელსაც იძლევიან ექიმები.



"წინა არჩევნებში, 2012-2013 წელს, 2016-2017 წელს ჩვენ გვქონდა მასშტაბური ღონისძიებები. 2016 წელს ქუთაისში 30 000 მხარდამჭერით გავხსენით საარჩევნო კამპანია. ამ შემთხვევაში (პანდემიის პირობებში) მოგვიწია კორექტივების შეტანა კამპანიის დაგეგმვაში და, დაახლოებით, 300 ადამიანი ესწრებოდა ღონისძიებას. თუმცა ჩვენ სხვადასხვა ფორმატს, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრ მოქალაქემდე, ყველა ამომრჩევლამდე მივიდეს ის გზავნილები, რომელსაც გააჟღერებს "ქართული ოცნება". ეს გზავნილები დაკავშირებული იქნება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამაზე უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას და ჩვენი კამპანია ამაზე იქნება აგებული. ეს იქნება ძალიან პოზიტიური კამპანია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ რეალურად ვერაფერი თქვა წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით. "ეს არის ერთ-ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ღირსეული სია და ვერც ვერაფერს იტყოდნენ. ჩვენ სათითაოდ შეგვიძლია გავყვეთ ყველა კანდიდატს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა გამოარჩევს ამ ადამიანებს. დავით სერგეენკოზე რომ ვისაუბროთ, მის სახელს უკავშირდება ორი უმნიშვნელოვანესი ინიციატივის წარმატებული დაგეგმვა და განხორციელება. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ჩჰეპატიტის პროგრამა. აქ საუბარი არ არის მცირე პროგრესზე. საუბარია იმაზე, რომ ათიათასობით სიცოცხლე გადარჩა და ასიათასობით ადამიანმა შეინარჩუნა ჯანმრთელობა, რაც იყო სერიოზული პრობლემა 2012 წლამდე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან დავით სერგეენკოს გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილზე.



"მიხეილ ყაველაშვილი ჩვენი კოლეგაა. უკვე 4 წელია ერთად ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტში, და თუ ვინმე მოუსმენს მიხეილ ყაველაშვილს, როცა ის საუბრობს თავის ხედვებზე, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასთან, სპორტის განვითარებასთან დაკავშრებით, მაგალითად, ნაძალადევის მოსახლეობა თუ ამას მოისმენს, ის აიღებს 100%-ს დარწმუნებული ვარ, რადგან ამ საუბრიდან ჩანს მისი გულწრფელობა, პატრიოტიზმი და დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებს. ის ასე უდგებოდა თავის საქმეს, როცა იყო ძალიან წარმატებული სპორტსმენი, ქვეყნის ჩემპიონი და ასეთივე წარმატებული იყო, როცა შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში",-აღნიშნა " ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.



მან ისაუბრა ასევე მაჟორიტარობის კანდიდატის - ნოდარ ტურძელაძის შესახებ. "ეს არის ადამიანი, რომელზეც ცუდს ვერავინ იტყვის. შეიძლება ენას ძვალი არ ჰქონდეს, მაგრამ ადამიანს აქვს ცხოვრების გზა ისე განვლილი, რომ არ მგონია, ცუდის მთქმელი ვინმე იყოს, თუ დემაგოგიას არ მოვისმენთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან. სათქმელი არაფერი აქვთ მათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სათქმელი თითოეულ კანდიდატთან დაკაბვშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კანდიდატები ესაუბრონ საზოგადოებას მათ ხედვებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა