logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ისინი თავიანთი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები არიან
გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ისინი თავიანთი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები არიან
10:03 22.07.2020
"არის საკითხები, რომელსაც ჰქვია შენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, თვითონ ადამიანების დამოკიდებულება შენ მიმართ. კლასტერს რაც შეეხება, არის გარკვეული ეზოს ფორმატი, სადაც იკრიბებიან ადამიანები ერთი სულისკვეთებით, ერთი ფიქრებით, ერთი პოზიციით და მათ შორის არის კონკრეტული პოლიტიკური ძალაც",- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე=სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტვ "რუსთავი2"-ის ეთერში.



მან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებთან - ირაკლი ხახუბიასთან, დავით სონღულაშვილთან, დავით დუგლაძესთან და ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებით "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც ჟურნალისტმა გაიმეორა. "ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავისი ქვეყნისთვის, თავისი რეგიონისთვის თავდადებულები არიან, ბევრი საქმე გაუკეთებიათ და ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში გაცილებით მეტს გააკეთებენ, ვინაიდან არ არიან იმ პრესის ქვეშ, რაც ჰქონდათ. ეს ერთი. მეორეც - არც დავითი მახსოვს დიდად ნაციონალურ მოძრაობაზე გადამკვდარი, არც დუგლაძე. კი, ანზორ ბოლქვაძე იყო ხულოს დეპუტატი, არის კანდიდატი და ხულოში რომ ახვიდეთ და მოიკითხოთ, ამ შეკითხვას დაარქმევთ ერთ ძალიან პატარა სახელს, რასაც ჰქვია პოპულიზმი", -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.



მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ინტენსიურად ხვდებიან მოსახლეობას, თუმცა ის ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ ხალხთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვეა საჭირო."პირადად მე ,სულ მცირე, 2 კვირაში ერთხელ ვხვდები მოსახლეობას, მოქალაქეთა საკმაოდ დიდ რაოდენობას. გარდა ამისა, ჩემი ბიურო ყოველდღე მუშაობს. ბიუროში კომპეტენტური ხალხია და პიროვნული შეხვედრის გარდა , საკმაოდ დიდი რაოდენობის განცხადებებს ვიხილავ და არა მარტო მე, ჩემი თანამშრომლები, ბიუროს უფროსი. არა მგონია, შეძლოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და მოიცვას მთელი რაოდენობა, ვისაც უნდა შეხვდეს. მე ასე მგონია, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შეხვედრებია ჩასატარებელი და არა შეხვედრა შეხვედრისათვის. ძალიან ბევრი ჭკვიანი ხალხია, ბევრი კარგი აზრია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გარდა, ადამიანებს აქვთ ინტელექტუალური რესურსი, რომელიც უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ", -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა