logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახაბერ კუჭავა Freedom House-ის პრეზიდენტს, მაიკლ აბრამოვიჩს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
კახაბერ კუჭავა Freedom House-ის პრეზიდენტს, მაიკლ აბრამოვიჩს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
18:59 21.07.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა Freedom House-ის პრეზიდენტს, მაიკლ აბრამოვიჩს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ძირითადი საკითხი, რის გარშემოც მოხდა აზრთა გაცვლა, შეეხებოდა გლობალურ დემოკრატიას, როგორც უმნიშვნელოვანეს საკითხს მსოფლიოს განვითარების საქმეში და ამ კუთხით, საქართველოს, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქვეყანაში თავისუფლების მაღალი სტანდარტის დაცვის კუთხით.

მაიკლ აბრამოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ფლობს ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის განვითარების შესახებ. საუბრისას, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მაიკლ აბრამოვიჩმა ყურადღება გაამახვილა, იყო მომავალი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ემსახურება ქვეყანაში არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებას.

ამ კუთხით, ვიდეოკონფერენციისას აღინიშნა თავად Freedom House-ის მიერ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საარჩევნო ცვლილებები არის მაღალი პოლიტიკური პლურალიზმისა და ქვეყნის სანდო საარჩევნო სისტემის შედეგი.

მაიკლ აბრამოვიჩმა ორგანიზაციის სახელით აღნიშნა, რომ მიესალმებიან ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს, კერძოდ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს, რომელიც არის როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქართველი ხალხის მოლოდინების გამართლება. ეს არის მიღწევა როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ასევე, მათთან ერთად, რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩართული სამოქალაქო საზოგადოების.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებაზე და ამ პროცესში ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ხელშეწყობით დაფუძნებული ლუგარის ლაბორატორია გადამწყვეტ როლს ასრულებს არსებულ სიტუაციაში.

კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა, Freedom House-ის პრეზიდენტს, მაიკლ აბრამოვიჩს ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობისთვის. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ონლაინ შეხვედრა იყო, რადგან ორგანიზაციის პრეზიდენტმა პირველად გამოთქვა სურვილი, პირადად გასაუბრებოდა ქართული მხარის წარმომადგენელს და თავად გაეზიარებინა საკუთარი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კახაბერ კუჭავამ აღნიშნა, რომ ის სრულად იზიარებს რწმენას, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა უპირველესად უზრუნველყოფს საერთაშორისო მშვიდობას და პარლამენტის სახელით მიესალმება ორგანიზაციასთან შემდგომ თანამშრომლობას, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ნინო ფანჯიკიძე, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ხურციძე და Freedom House-ის დირექტორი ევროპისა და ევრაზიის პროგრამებში მარკ ბეჰრენდტი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა