logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 დავით ზალკალიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
18:24 21.07.2020
2020 წლის 21 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზი სმიტთან.

შეხვედრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის დინამიკას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება 2019 წლის ოქტომბერში ხელმოწერილ „საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ, ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ამასთან, ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების ფართო სპექტრს, ასევე აღინიშნა შემდგომი რაუნდისთვის მზაობა. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და პირადად ელჩის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის სიმბოლოს. ელჩი მიესალმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო საქართველოში მოღვაწეობა და ის ძალზედ ოპტიმისტურად უყურებს მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა