logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
არჩილ თალაკვაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
15:35 21.07.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარკ შჩეგელს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

საუბარი შეეხო კოვიდ 19-თან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის, დახმარება გაუწიოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.

მხარეებმა ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების საკითხზე.

მხარეების თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ქვაკუთხედია. ხაზი ასევე გაესვა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობას.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია იყო. აღინიშნა, რომ რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა თავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკის ერთგულია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა