„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები ბათუმში, ერას მოედანზე მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოძრაობის ლიდერებმა - გიორგი თარგამაძემ, ინგა გრიგოლიამ, გიორგი ახვლედიანმა და მაგდა ანიკაშვილმა მათ „ქრისტიან-დემოკრატების“ საარჩევნო პრიორიტეტები და გეგმები დეტალურად გააცნეს.
მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ისინი პირველები გამოეხმაურნენ საოჯახო სასტუმროების მფლობელების მძიმე მდგომარეობას, რომლებსაც საომარი მოქმედებებისა და სეზონის ჩავარდნის გამო კრედიტები დაუფარავი დარჩათ, ასევე აიმაღლეს ხმა საკუთრების უფლების შელახვასთან დაკავშირებით,
„ამ მხარდაჭერის შემხედვარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, არანაირი ბარიერი, არანაირი ზღუდე, რომელიც ქართულ „ქრისტიან-დემოკრატიას“ ქართველ ხალხთან ერთად იმ მიზნის მიღწევაში წინ გადაეღობება, რასაც ჰქვია - ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

















