საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში აშშ-ს უწყებათშორის დელეგაციას შეხვდა.
როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებს შეეხო.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დელეგაციას წინასაარჩევნო გარემო და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრას აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა.
აშშ-ს დელეგაცია, რომელსაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელიას ხელმძღვანელობს, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

















