logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება
18:37 20.07.2020
,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს უდიდესი ნდობისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ამავე დროს, ვალდებულებაა კიდევ უფრო მეტად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საყვარელ რეგიონს, სამეგრელოს“ ­ ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

,,ეს ორი წელი ურთულესი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისთვის. ჯერ ფაროსანა, ახლა კორონავირუსი, თუმცა სახელმწიფო, მოსახლეობასთან ერთად ვახერხებთ და კარგად ვუმკლავდებით ამ პრობლემებს. წელს თხილის საკმაოდ კარგ და დიდ მოსავალს ველით, ასევე წარმატებას ვაღწევთ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეხსნა ეკონომიკა. ეს თავისთავად ტურიზმის თანმიმდევრულ აღდგენასაც გულისხმობს, რაც ესოდენ მნიშნელოვანი და პერსპექტიულია ჩვენი რეგიონისთვის. ამასთან, მიუხედავად სირთულეებისა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ბევრ პროექტს საფუძველი ჩაეყარა და განხორციელების პროცესშია, რაც აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ შედეგს.

ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება. პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც რეგიონული პოლიტიკის, განსაკუთრებით თვითმართველობის გასაძლიერებლად უნდა ვიმუშაოთ“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი ყურადღებას საქართველოს სტატეგიულ პარტნიორებზე და მათ მნიშვნელობაზე ამახვილებს: ,,რაც მთავარია, დღეს საქართველო მარტო არ არის, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად უამრავი პროექტი განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტს ვგეგმავთ. მეტი ამერიკა და ევროპა საქართველოში და შესაბამისად მეტი ამერიკა და ევროპა სამეგრელოში! ეს გულისხმობს არამხოლოდ მეტ ამერიკელ და ევროპელ ტურისტს სამეგრელოში, არამედ მეტ ბიზნესმენსა და ინვესტორს, მეტ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მეტ საერთაშორისო სტანდარტის განათლებას სამეგრელოში. ამავე დროს, ევროპული გამოცდილების და მიდგომების დანერგვა სოფლის მეურნეობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მესაქონლეობის, მეჩაიეობის და მეციტრუსეობის და სხვა დარგების სწრაფი განვითარებისთვის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული სახელმწიფო ინსტიტუტები და ევროპული საზოგადოება - როგორც მაგალითი, უნდა გახდეს ის რისკენაც ჩვენ ყველამ ერთად, უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ წინ სვლა (ძალით წერია ცალ-ცალკე ესე უნდა თქვა). ეს განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო გამთლიანდეს და ჩვენი დევნილები დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ კვლავაც ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის!“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა