"პარტიის ხელმძღვანელობა სრულად დაესწრება ამ ღონისძიებას და შესაბამისად იქნება წარმოდგენილი
ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მხარდამჭერებს და დაინტერესებულ პირებს წარდგენაზე დასწრება, პანდემიის გამო, არ შეეძლებათ.
"პანდემიადან გამომდინარე,განსხვავებული ფორმატით გვიწევს კამპანიის გახსნა. იცით რომ წინა წლებში საკმაოდ მასობრივი და მასშტაბური ღონისძიებებით ვიწყებდით კამპანიას. იყო მრავალათასიანი შეკრებები, თუმცა ასეთ დროს ბუნებრივია უპასუხისმგებლობა იქნება ჩვენი მხრიდან მრავალათასიანი შეკრების ჩატარება აქედან გამომდინარე ავირჩიეთ განსხვავებული ფორმატი. სამწუხაროდ ყველა მხარდამჭერს და დაინტერესებულ პირს არ ექნება იმის საშუალება რომ დაესწრონ ამ ღონისძიებას" - განაცხადა კობახიძემ.
დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

















