logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ ცესკო-ს მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯებს ელოდება
„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ ცესკო-ს მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯებს ელოდება
12:16 11.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მიესალმება.

ორგანიზაციის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ამომრჩეველთა სასარგებლოდ, ცესკომ საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის წარდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები გააუქმა.

„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მეფორდის თქმით, ცესკო-ს მიერ აღნიშნული მოთხოვნის გაუქმება სასიხარულო ფაქტია.

„ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, ასევე, იმედით ველოდებით მომდევნო პოზიტიურ ნაბიჯებსაც. საქართველო აქტიურად იბრძოდა იმ დემოკრატიული წინსვლისთვის, რასაც მან მიაღწია და ეს პროცესი, გულწრფელად გეტყვით, არასდროს მთავრდება“- განაცხადა მეფორდმა და აღნიშნა, რომ გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე სხვა დადებითი ნაბიჯის გადადგმა კიდევ უფრო დაეხმარებოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაში.

მისი თქმით, წინა არჩევნები კვირა დღეს ტარდებოდა, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ ამომრჩევლების პრობლემები სამუშაო ან სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

„მოხარული ვიქნებოდით, თუ ორშაბათის გარდა, ხმის მიცემა შესაძლებელი გახდებოდა დამატებით შაბათს და კვირას, არჩევნების წინა დღეებში. მსგავსი დაშვებები ჩვეულებრივ ხშირად ხდება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში და იგი ანალოგიურად ფასეული მტკიცებულება იქნებოდა საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებისა“- აღნიშნა ბრაიან მეფორდმა.

მეფორდმა საჯაროობისა და ადმინისტრაციული რესურსების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, ქართველებმა უნდა იცოდნენ საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ საზღვარგარეთ ყოფნისას და განსაკუთრებით კი, ინფორმირებული უნდა იყვნენ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

„ჩვენმა გუნდმა დაურეკა საქართველოს ხუთ სხვადასხვა საელჩოს ევროპაში და მხოლოდ ორს, საბერძნეთის და ბელგიის საელჩოებს აღმოაჩნდათ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. რამდენიმემ საერთოდ არ უპასუხა ტელეფონს, მიუხედავად განმეორებითი ზარებისა. ამ საელჩოებს შესაძლოა, დასჭირდეთ დამატებითი პერსონალი ამომრჩეველთა ზარებზე პასუხისა და საარჩევნო პუნქტებზე ადმინისტრირების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, დამატებითი პერსონალია საჭირო ამ საკითხების საჯაროდ გამოქვეყნებისთვის“- აღნიშნა მეფორდმა და დასძინა, რომ ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა