logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეუთოში აშშ-ს მისია: კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია
ეუთოში აშშ-ს მისია: კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია
16:43 17.07.2020
ეუთოში აშშ-ს მუდმივმოქმედი მისია რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს გმობს. ამის შესახებ მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა ლეინ ბალმა განაცხადა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდგომ დაკავებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებელ განთავისუფლებას“ - ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს თავისი საჯარისო ნაწილები, ასევე უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი გაწევა. „კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავისი მადესტაბილიზებელი ქმედებები, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და დაასრულოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია“ - ვკითხულობთ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე დაჭრეს და გაიტაცეს. ზაზა გახელაძე კვლავ საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა