logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართულმა მხარემ ვენაში გამართულ ეუთო-ს   სხდომაზე რუსეთის მიერ დაჭრილი  და  უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი დააყენა
ქართულმა მხარემ ვენაში გამართულ ეუთო-ს სხდომაზე რუსეთის მიერ დაჭრილი და უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი დააყენა
16:12 17.07.2020

2020 წლის 17 ივლისს, ქართული მხარის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საოკუპაციო

ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების თაობაზე იმსჯელეს.

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა დელეგაციებს აღნიშნული ინციდენტის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაციები ახდენს ვითარების ესკალაციას და იწვევს ადგილზე არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციას.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ, ზაზა გახელაძის შემთხვევა არ არის გამონაკლისი. წლების მანძილზე, ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უკანონოდ აკავებენ, რითაც უხეშად ილახება მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

ბოლო დღეების მანძილზე, ქართულმა მხარემ რამდენჯერმე გაააქტიურა ე.წ. ცხელი ხაზი და მოითხოვა დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გადაცემა - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ზაზა გახელაძის შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს უკანონო დაკავებებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პრაქტიკის შეწყვეტის აუცილებლობას. მან საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში დაკავებულ კიდევ ორ პირზე - გენადი ბესტაევსა და ხვიჩა მღებრიშვილზე.

ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა, რომ პანდემიის მიუხედავად, რუსული მხარე აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს. მან ეუთო-ს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კოვიდ-პანდემიის პარალელურად, რუსეთს არ შეუწყვეტია ე.წ. „ბორდერიზაცია“ და უკანონო ხელოვნური ბარიერები აღმართა დამატებით 14 სოფელში.

საქართველოს ელჩმა მუდმივი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე. მან განაცხადა, რომ ბოლო თვეების მანძილზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, ვინაიდან მათ არ მიეცათ ან შეუფერხდათ წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებულ შეთანხმებასა და გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ორგანიზებული პროვოკაციები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების წვდომის საჭიროებას.

საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უპირობო შესრულება.

სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ნორვეგიის, კანადის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა. მათ ერთხმად დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმეს საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების ფაქტი.

გამომსვლელებმა დაგმეს რუსეთის პროვოკაციული ქმედებები და ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიუღებლობაზე, რომელიც არღვევს ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას.

დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, უპირველესად, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს უკანონოდ განთავსებული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. დელეგაციები ასევე შეუერთდნენ ქართული მხარის მოთხოვნას, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აფხაზეთისა და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დაშვებასთან დაკავშირებით, მისიის მანდატის შესაბამისად.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა