logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი, მაშინ, როდესაც IPM და მსგავსი ორგანიზაციები გვიწერენ 50 პროცენტთან მიახლოებულ მონაცემს
მამუკა მდინარაძე: ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი, მაშინ, როდესაც IPM და მსგავსი ორგანიზაციები გვიწერენ 50 პროცენტთან მიახლოებულ მონაცემს
13:52 17.07.2020
„თუ თქვენ იტყვით რომ უმრავლესობას ვერ აგროვებს ვერც ერთი პარტია, შეცდომაა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ალოკაციის შედეგები. როდესაც ალოკაცია არ არის გაკეთებული და 20 პროცენტი გადაუწყვეტელი წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ 39 პროცენტი ვისაც დაუფიქსირდა ამ კვლევითაც კი, ყველაზე მარტივი ალოკაციით, ეს არის 49 პროცენტზე მეტი და ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვიტყვით, რომ 60 პროცენტზეა ჩვენი რეიტინგი, მაშინ, როდესაც IPM და მსგავსი ორგანიზაციები გვიწერენ 50 პროცენტთან მიახლოებულ მონაცემს“,- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საუბარია იმ ორგანიზაციების კვლევებზე, რომლებიც 20, 25 ხან 30 პროცენტით ცდებოდნენ წინა წლების განმავლობაში და მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი. მისივე თქმით, ისინი თუ გამოაქვეყნებენ რაღაც ციფრებს, რომელიც ალოკაციის გარეშე იქნება, ეს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში.

„ალოკაციას თუ გააკეთებენ, და ასე სპეკულაციურად არ მოგვაწოდებს იპმ, რომელსაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში მხარს უჭერს ხოლმე „ევროპულ საქართველოს“, შემდეგ ჩაატარებს მეორე და ის დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემთხვევით ეს ყველაფერი არ იქნება. წლების განმავლობაში ასე ხდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში კი განსაკუთრებით, 20 პროცენტით ცდებიან ხოლმე მინიმუმ, მაგრამ ისინი თუ გამოაქვეყნებენ რაღაც ციფრებს, რომელიც ალოკაციის გარეშე იქნება, ეს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში, იმიტომ, რომ გუშინ მაგალითად Edison Research-ის კვლევა გამოქვეყნდა, რომელზეც არ ვიცით ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ამე ეჭვი მაქვს, რომ ისევ IPM-მა კვლევებით ჩაატარა ან თუ არ ჩაატარა, მე არ ვიცი რეალურად და ცალ-ცალკე ამ ორი მონაცემის გამოქვეყნებას აზრი არ ჰქონდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერის თქმით, კვლევების შედეგები გაცილებით უფრო მკაფიო და ცხადი გახდება, თუ ცნობილი იქნება კომპანია, რომელმაც საველე სამუშაოები ჩაატარა.

„Edison Research-თან მე მექნება კითხვა, ვინ ჩაატარა საველე სამუშაო და შემდეგ უფრო მკაფიო იქნება ყველაფერი. ვიცნ შეუკვეთა, ევროპულმა საქართველომ და მისმა მედია საშუალებამ, გასაგებია და მათ კვლევაშიც კი მათ ვერ დაუწერეს 5 პროცენტზე მეტი. ჩვენ რომ ვამბობთ, გვიბრაზდებიან ხოლმე როცა ვამბობთ, რომ მათ აქვთ 3 პროცენტი რეიტინგი და 5 პროცენტზე მეტი, პრაქტიკულად მის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვერ დაუწერეს.



სიღრმეში რომ არ ჩაყვეთ და 20 პროცენტი პირდაპირ გადაანაწილოთ, ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ალოკაციაც კი რომ გაკეთდეს, ამ შემთხვევაში მათ თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 50 პროცენტი, სულ რაღაც 5 პროცენტით აცდა გორბის კვლევას, რომელსაც თავის მხრივ, 10 პროცენტი გადაუწყვეტელი ისე ეწერა, რომ კიდევ გაიზრდებოდა მონაცემი მარტივი ალოკაცია რომ გაეკეთებინა და დაემთხვეოდა ჩვენს შიდა კვლევებს, რომელთან დაკავშირებითაც არ დაგვიმალავს თქვენთვის ინფორმაცია“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა