logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა
13:23 17.07.2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“.

ორგანული კანონის პროექტი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარადგინა.

პროექტის თანახმად: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის შემდგომ არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისაგან.

„აღნიშნული ნორმა დაამკვიდრებს უკვე სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ პროექტის წარდგენისას.

გარდა ამისა, ცვლილებები უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარებას.

პროექტის თანახმად, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემით, სადაც უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 18 მანდატი იქნება პროპორციული წესით, ხოლო 3 მანდატი - მაჟორიტარული წესით განაწილებული.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ წარადგინა.

მუხლობრივი განხილვის დაწყებამდე, კახა კუჭავამ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„როგორც გახსოვთ, ჩვენ ეს საკითხი კომიტეტზე მესამე მოსმენითაც განვიხილეთ, მაგრამ ჩემი თხოვნით და კომიტეტის გადაწყვეტილებით დავაბრუნეთ მეორე მოსმენაზე, რადგან გარკვეული ცვლილებები, რომლებიც კანონპროექტში შევიდა და რომლებიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იქნა განხილული, შინაარსობრივი ხასიათის იყო და არა რედაქციული. ამიტომ, დღეს მეორედ გამომაქვს მეორე მოსმენით ეს საკითხი კომიტეტზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კანონპროექტის თანახმად:

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე თუ იგი: ა) იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ) წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.
საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ ის მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს და შემდეგი გარემოებებიდან არსებობს ერთ-ერთი მაინც:
საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის სივრცის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის;

საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ა)ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტის, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის/შენგენის სივრცის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა; ბ)ევროკავშირის/შენგენის სივრცის დატოვებისთვის ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებლის მოქმედ ჯავშანს ან მასში ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის/შენგენის სივრცეში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელში საქართველოს მოქალაქის განთავსების თაობაზე, აგრეთვე აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებლის მისამართ; დ) ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დოკუმენტს; ე)მოგზაურობის ფინანსურ უზრუნველყოფას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს.

აღნიშნული ცვლილებები 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა