logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვის სამინისტროს  და ტურიზმის ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით
პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით
15:03 16.07.2020
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში განსაკუთრებული პრიორიტეტი ეკოტურისტულ მიმართულებებს მიენიჭება, - საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აღინიშნა მზარდი ინტერესი ეკოტურიზმის მიმართულებით და ის პოტენციალი, რომელიც დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში დამატებითი ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარების კუთხით არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის მეტად განვითარებას და ეკოტურიზმიდან შემოსავლის მიღებას, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც გაუჩნდება შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება გაყიდოს და დაცულ ტერიტორიებზე დასაქმდეს.

ამ ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს მიმდინარე საინვესტიციო პაკეტი, რომლის მოცულობა 80 მილიონ ლარს აღემატება. ასევე განიხილება ახალი პროექტები, რომელთა შესახებ კონკრეტული შეთავაზებები ბიზნესს უახლოეს მომავალში წარედგინება. პრეზენტაციაზე, როგორც საზოგადოება, ისე ბიზნესსექტორი გაეცნობა ინფორმაციას დაცულ ტერიტორიებზე უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურის, ასევე დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებიც ერთის მხრივ დაცულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნების დაცვასა და შენარჩუნებას.

ეკოტურისტული მიმართულების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, პრემიერ-მინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს მოქალაქეებს მისცემს მეტ საშუალებას, იმოგზაურონ საქართველოსთვის და ამავდროულად იქნება დამატებითი სტიმული ქვეყნის ეკონომიკისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა