logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ნაციონალურ მოძრაობას თუკი ხელში რესურსი გაუჩნდება, დაბრუნდება  დასავიწყებელი 9 წელი
გიორგი ვოლსკი: ნაციონალურ მოძრაობას თუკი ხელში რესურსი გაუჩნდება, დაბრუნდება დასავიწყებელი 9 წელი
10:23 16.07.2020
„ირინა ენუქიძე არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა. ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, ჩვენი თაობის წარმომადგენელი, მაგრამ რეალურად ეს იყო ადამიანი, რომელიც დაჩაგრეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას სერიოზული რესურსი აქვს ჩართული, რომ როგორმე გადაფაროს კიდევ უფრო მძიმე თემები.

რაც სტრასბურგმა დაადგინა, სანდრო გირგვლიანის თემაზე იყო კატასტროფული შეფასება. გაოგნებული არიან, როგორ მოხდა. ეს არის მართლაც უმძიმესი თემა. ჩამოვიდა სტრასბურგის ვერდიქტები, რომ გამიზნულად არის მოკლული ხალხი. ჯანმრთელობის უფლების წართმევა, წამების ფაქტები სტრასბურგმა დაადგინა. დადგენილია, რომ მოქალაქის მკვლელობა დაიგეგმა და განხორციელდა“, -აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წავიდა ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების გზით.

„იმ 130 კაციდან, ვინც ქუჩაში დახვრიტეს, 2-3 ან უფრო მეტიც, შესაძლოა, იყო მართლაც განგსტერული ცხოვრების მანერით, მაგრამ ერთხელ რომ გადადგამ ნაბიჯს და გამოიტან ასეთ განაჩენს - ლინჩის წესით გაასამართლებ ხელისუფლება, მეორე დღეს ჩაიდენ ისეთ დანაშაულს, როგორიც სანდრო გირგვლიანის მიმართ იქნა ჩადენილი. 80-ზე მეტი კაცია გასამართლებული, ზოგი გაქცეულია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ,

მისი თქმით, არის საკითხები, რომელშიც ტოლობის ნიშანს ვერ დასვამ.

„პატიმარია თუ არ არის პატიმარი, ადამიანია და არ შეიძლება მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ წესრიგი დაამყარო. მაგალითად, როდესაც იცი, ვინ მოაწყო ბუნტი, შეგიძლია გამოიყვანო დასაჯო და სამაგალითო წესრიგი დაამყარო, მაგრამ რეალურად, როდესაც 7-8 კაცი კვდება უმისამართო ცეცხლით ისეთი, რომელსაც ამ ბუნტთან კავშირი არ ჰქონიათ, უკვე სხვა პიარულ-პროპაგანდისტული ზღაპარი უნდა მოიგონო. აი, მაგალითად, სააკაშვილი გამოდის და ამბობს, კი, მე დავით აღმაშენებელივით მკაცრი ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩებში წესრიგი მქონდა. არ ჰქონდა წესრიგი, არც სტატისტიკურად და თუნდაც მცირეწლოვანებში 2011 წელს მარტო 40 მკვლელობა ჰქონდა. სააკაშვილი ისე საუბრობს, გეგონება რომ გირგვლიანის თემა ერთადერთი თემაა. თითქოს არ იყო მკვლელობები, თითქოს არ მომხდარა ის, რომ მუხლზე დაჩოქილი აჭარელი ბიჭები დახვრიტეს და ბოლოს საკონტროლო გასროლა მოახდინეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, გირგვლიანის თემა იყო, რამაც იფეთქა და რაც ირინა ენუქიძემ შეასრულა ისე, როგორც დედამ უნდა იბრძოლოს დაღუპული შვილის სულისთვის, მარამ ვერდიქტები, რაც ახლა ჩამოვიდა სტრასბურგიდან, თავისი შინაარსით გაცილებით უფრო ძლიერია და მასთან დაკავშირებით გასამართლებულია არაერთი პიროვნება.

„რაც შეეხება მლკვლელობების თემას, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. განადგურდა ყველა მტკიცებულება, არ იციან,მაგალითად , ციხის ბუნტის დროს ვინ ისროლა, არ იციან ვინ გასცა ბრძანება. ელენე თევდორაძე კი ამბობს, მაგრამ ამის უკან კიდევ საჭიროა მტკიცებულება.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომელიმე დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი“, -აღნიშნა გიორგი ვოლკსიმ.

როგორც ვიცე-სიკერმა აღნიშნა, საკმარისია ნაციონალურ მოძრაობას შესაბამისი რესურსები გაუჩნდეს და წარსულის 9 წელი უკვე წასრული აღარ იქნება.

„არ დაიჯეროთ, ვინც გეუბნებათ, რომ ის ცხრა წელი გუშინდელი დღე იყო. უბრალოდ, დღეს არ აქვთ ხელში იარაღი, რომ ჩვენი შვილები დაიჭირონ და ზარალი მოგვაყენონ. დღეს ხელში აქვთ სასტვენები და ბოქლომებით დარბიან. როგორც კი ხელში რესურსი გაუჩნდებათ, დაბრუნდება ის პერიოდი, რასაც ჩვენ განვლილ და დასავიწყებელ 9 წელს ვუწოდებთ“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა